პოლიტიკა
ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია - გიორგი მარგველაშვილი
პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
სტუდენტებმა გიორგი მარგველაშვილს კითხვა დაუსვეს, საქართველოს მთავრობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით.
"რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ მოვწყდე ჭორსა და პირად საუბრებს. ძირითადად პოლიტიკაში საუბარია ჭორზე ან მის შინაგან მდგომარეობაზე. პირადად ჩემზე იმდენი ფსიქოანალიზია ჩატარებული, რომ ალბათ ფროიდი ტირის. სულ ვფიქრობ, საიდან იფიქრეს ან იციან ეს. ვცდილობ, ეს არ ვაკეთო. ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა დამთავრდა მაშინ, როდესაც დამთავრდა. არ ვსაუბრობ ისეთ თემებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ. ათასი ჭორი მსმენია, რომ ივანიშვილმა ვინმეზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს ხომ ჭორია. მე ხომ არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ბიძინას სავარაუდო გავლენა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


