პოლიტიკა
აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის - გია ვოლსკი
მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი საკითხი, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს.
„აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს. რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხებზე საუბარი ჰქონდა. მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება მსოფლიო პროცესები. საჭიროა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტში იყოს განხილული. ჩვენ შანსი გვაქვს, რონ ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ამასთან, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემაც.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


