სამართალი
აშშ-ში სპორტსმენის ლევან მაყაშვილის დაკავებას ოჯახის წვერები ადასტურებენ
ამერიკაში დაკავებულ ქართველებს შორის, სპორტსმენი ლევან მაყაშვილიც არის.
გავრცელებულ ინფორმაციას, მაყაშვილის ოჯახის წევრები მედიასთან ადასტურებენ. თუმცა, აღნიშნავენ, რომ დაკავების დეტალები მათთვის უცნობია.
"ვიცით, რომ აშშ-ში დააკავეს ლევანი, დანარჩენი დეტალები არ ვიცით", - აცხადებენ ოჯახის წევრები.
ლევან მაყაშვილი, შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლია. იგი წლებია მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს.
ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს. მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. დაკავებულთაგან 15 ქართველია.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის, შესაძლოა, ორი ქართველი სპორტსმენი იყოს, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე.
ხურციძესთან დაკაშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ სპორტსმენი ამერიკაში ოთხშაბათს გამთენიისას გაფრინდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


