პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები სიეტლში ჩავიდნენ
სხვადასხვა სფეროში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ამერიკული კომპანიების საქართველოთი დაინტერესებისა და აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები აშშ-ს სხვადასხვა შტატში სამუშაო ვიზიტებს განაგრძობენ.
2016 წლის 13-15 დეკემბერს აშშ-ში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია და საქართველოს საელჩოს მრჩეველი ლევან ბერიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონის შტატის, ქ. სიეტლს ეწვივნენ.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ტექნოლოგიების სფეროში წარმატებულ კომპანიებთან, საერთაშორისო კორპორაციებთან და სავაჭრო ორგანიზაციებთან.
კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მთავარი ოფისის და მსხვილი ამერიკული სამოგზაურო-საკრუიზო ხაზის „ჰოლანდ ამერიკა“-ს (Holland America Line) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კომპანია ‘ჰოლანდ ამერიკას’ წარმომადგენლებთან ასევე განიხილეს საკრუიზო გემების ევროპულ მარშრუტებში ქ. ბათუმის ჩართვის შესაძლებლობა.
საელჩოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ამერიკული საავიაციო მწარმოებელი კომპანია „ბოინგი“ (Boeing Company). საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ციკოლიამ საქართველოში არსებული პოტენციალი და წარმოების შესაძლებლობები გააცნო აღნიშნული კორპორაციის საერთაშორისო სტრატეგიისა და ბიზნეს განვითარების რეგიონალურ დირექტორს რიჩარდ ოჩს.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით შეხვედრები გიმართა სიეტლის ტურიზმის ბიუროსა და ‘BeDynamic Inc’ ტურისტული კომპანიის წარმომდგენლებთან, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა კომპანია „ამაზონ“-ში (Amazon), სადაც განხილული იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


