უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ივნისი, 2017 12:40
font-size

აშშ-ში დაკავებული ორი სპორტსმენის სასამართლო პროცესი გაიმართება

ამერიკაში დაკავებული ორი სპორსტსმენის ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის სასამართლო პროცესი, ადგილობრივი დროით 12:00-ზე გაიმართება.

სწორედ დღევანდელ პროცესზე გაირკვევა, დატოვებენ თუ არა სპორტსმენები საპატიმროებს.

როგორც ავთანდილ ხურციძის მეგობარმა, მერაბ დვალიშვილმა Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოში აცხადებს, სასამართლო სხდომა ნიუ-იორკში დღეს გაიმართება და მოკრივეებს თავდებით გაათავისუფლებენ.

მერაბ დვალიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს იქამდე, სანამ ყველაფერი გაირკვევა, თავდებში ოთხი პირი სჭირდება.

”ახლა დამთავრდა ავთო ხურციძის სასამართლო პროცესი. ყველაფერი ნორმალურად და მშვიდად არის. სანამ ყველაფერი გაირკვევა, საჭიროა 4 ადამიანის თავდებში ჩადგომა. ეს 4 ადამიანი უნდა იყოს ლეგალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და კარგი სამსახურით. ხვალ 12:00 საათზე იქნება კიდევ სასამართლო და კარგი იქნება, თუ ვინმე სურვილის მქონე თავდებში ჩაუდგება ავთანდილ ხურციძეს. თვითონ დამნაშავედ თავს არ გრძნობს და სპორტსმენი ბიჭები არიან უდანაშაულოები,”- აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.

რაც შეეხება, ლევან მაყაშვილს, მისი ადვოკატის თქმით, მაყაშვილი მასშტაბური სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მას კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი