პოლიტიკა
აშშ საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას ზრდის რუსეთისგან თავდასაცავად - უეს მითჩელი
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, უეს მითჩელმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი ზრდის საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას, რათა ამ ორმა ქვეყანამ შეძლოს რუსეთისგან თავდაცვა.
„ჩვენ ვუწევთ სამხედრო დახმარებას საქართველოსა და უკრაინას, რომლებსაც რუსეთი ცოტა ხნის წინ სამხედრო ძალების გამოყენებით ემუქრებოდა. ვუზრდით სამხედრო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია თავდაცვისთვის. მოვხსენით წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვები მათთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და ორივე სახელმწიფოს ვეხმარებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა მითჩელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს, რომ უკრაინამ განაგრძოს რეფორმები, ხოლო საქართველოსთან ვაშინგტონი ურთიერთობების გაფართოებას აპირებს.
„ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ საქართველოსთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთქმედებების გაფართოებაზე“, - განაცხადა მითჩელმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


