პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთად დაკავშირებული ყველა საჩივარი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში, თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა.
ამის შესახებ საელჩოს მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საელჩოს ვებ-გევრდზე განთავსდა.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს გუშინ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით.
ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა,რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, ზოგადად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას,რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთოს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა დაადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთად დაკავშირებული ყველა საჩივარი.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში“,-ნათქვამია განცხადებში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


