პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მდინარი ბებიაშვილის ოჯახს და ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო - იან კელი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და საელჩოს თანამშრომლები ავღანეთში დაღუპული ქართველის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
”აშშ–ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ოჯახს, ასევე ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო. ჩვენ ასევე გულწრფელად ვუსამძიმრებთ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხერპლი ახლავს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც ჩვენი საერთო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. აღვნიშნავთ, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ოპერაციის ერთ–ერთი მოწინავე კონტრიბუტორია. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც მას ახლავს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად არ შევასუსტებთ ძალისხმევას, რათა ავაშენოთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი”,- ნათქვამია იან კელის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.
ცნობისათვის, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.
მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


