პოლიტიკა
აშშ-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერის საჩვენებლად - ბრიჯით ბრინქი
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბრიჯით ბრინქის განცხადებით, აშშ-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გააძლიეროს თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში და განმარტა, რომ ეს უფრო გამოხატავს ვაშინგტონის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებისადმი.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პოლიტიკურ დონეზე, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა, რომელიც ივლისის ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ამას გარდა, ჩვენ გვაქვს მხარდაჭერის სხვა მექანიზმებიც და ჩვენ ვამაყობთ მათი გაგრძელებით. დღეს გამოქვეყნდა სტრატეგიული უსაფრთხოების მოლაპარაკებების შესახებ განცხადებაც. ესაა მნიშვენლოვანი ფორუმი შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის, რათა განიხილონ ორმხრივი უსაფრთხოების საკითხები,რომელიც მოიცავს საქართველოს უდიდეს დახმარებას ავღანეთში, ასევე ორმხრივ ძალისხმევას, რომ გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“,-უთხრა ბრინქმა ჟურნალისტებს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელზეც მეორე დღეა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი განიხილება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


