პოლიტიკა
აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში - ელიზაბეთ რუდი
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ტელეკომპანია „იბერიაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში.
მან აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, „იბერიას“ შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„გეტყვით იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება“, – განაცხადა რუდმა.
7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.
ფინანსთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება. თანხის გადაუხდელობის გამო კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
ამასთან, გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერებში კომპანიის წილების გადანაწილების შესახებ არის საუბარი. პირველად გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


