პოლიტიკა
აშშ-ის სენატორებმა „მეგობარი აქტი“ წარადგინეს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა წარადგინეს კანონპროექტი სახელწოდებით "საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის აქტის" (MEGOBARI Act). ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორპარტიული აქტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
„საქართველოს მეგობრები მსოფლიოს გარშემო გაოგნებულები და შეძრწუნებულები არიან მთავრობის ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის. კანონპროექტი ასევე მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი კი აცხადებს, რომ აშშ-ს არ შეუძლია, ზურგი შეაქციოს მთავარ პარტნიორს, რომელიც მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ წარვადგინო ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა ევროატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-მა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია, ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, – განაცხადა შაჰინმა.
ცნობისთვის, „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:
- აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების სრულმასშტაბიანი გადახედვა, მათ შორის, ყველა დახმარების პროგრამის შეფასება;
- საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის აღიარება ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის;
- სანქციების დაწესების მოთხოვნა საქართველოს ოცნების მთავრობის იმ წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, ვინც კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული და ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
- საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერება თავდაცვის სფეროში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაბრუნდება კონსტიტუციური პრინციპების დაცვაზე;
- საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რუსული ოკუპაციის პირობებში;
- სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც იცავს საქართველოს კონსტიტუციასა და მოსახლეობის უფლებებს ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ.
ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


