უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 მაისი, 2025 14:03
font-size

აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის - ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფსთეითის“ გავლენის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არის არასწორი მიდგომა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს.

„ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს დაყოფა, რაც ხდება, არის არა მარტო ხელოვნური, არა მარტო არასამართლიანი, არის შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ასე მოხდა ეს 26 ოქტომბერს, გასულ წელს, როდესაც 1 მლნ 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მოქმედებს. შეიძლება, ეს ვიღაცას მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი ხელისუფლების შესახებ არის სწორედ ქართველი ხალხის საქმე. რაც შეეხება მილოცვებს, იგივე აშშ-იდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. საბაბი იყო ის, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს“ და ამას უკავშირდება ის აქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არასწორი და აროგანტული დამოკიდებულებაა.

„გახსოვთ, რომ ენჯეოების საშუალებით საქართველოში ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას იგივე ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებით. მე მათემატიკური სიზუსტით დავდე ჩემს წერილში ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული აშშ-თვის, ვგულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. დახმარებაში, რა თქმა უნდა, არ ითვლება ენჯეოებისთვის ჩარიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ ენჯეობისთვის გადახდილი თანხა არავითარი დახმარება არ იყო. ასევე, არავითარი დახმარება არ იყო ის თანხა, რომელიც ჩაირიცხა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად, 2008 წლის ომის შემდეგ. ამას თუ გამოვაკლებთ და ავიღებთ რეალურ დახმარებას, დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები იქნება ციფრები იმ შეღავათთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მივეცით ამერიკულ მხარეს მარტო ავღანეთსა და ერაყში ჩვენი მონაწილეობით. ამიტომ, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომრომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. 3000 წელია, არსებობს ჩვენი ქვეყანა.23 საუკუნეა, არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი.

„დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა და ბრძოლა მიმდინარეობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ვიტოვებ იმედს, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. “, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი