პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის მიზანია, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური მიიღოს - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი გამოეხმაურა დონალდ ტრამპისადმი აშშ-ის კონგრესის მოთხოვნას რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ.
კელის განმარტებით, ამ მოთხოვნის მიზანია, რუსეთი დაისაჯოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისა და აშშ-ის საპრეზიდნეტო არჩევნებში ჩარევისთვის.
„კონგრესის ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური მიიღოს. ეს შეეხება უკრაინაში მათ ჩარევას და უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას. ასევე რუსეთის ფედერაციის ჩარევას ამერიკის დემოკრატიულ პროცესებში, კერძოდ, არჩევნებში. შესაბამისად, ეს ამ საკითხებთან დაკავშირებით კონგრესის სიგნალი და პასუხია, რომ რუსეთის ფედერაციამ კარგად გაიგოს, არ შეიძლება და არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა ხელყოს. რაც შეეხება ამ საკითხის დეტალებს, ეს მეც გუშინ ვნახე და დეტალებზე მოგვიანებით შემიძლია ვისაუბრო“, -თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


