პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი - შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი, როდესაც ის შარშან საქართველოში იმყოფებოდა. რაიმე დამაჯერებელი ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო საქართველოსგან, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლა, ვერც იმ შეხვედრაზე და ვერც სხვა დროს ვერ მოვისმინე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კარგია, რომ უკრაინაში დასასრულისკენ მიმავალი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა, რას მოითხოვდნენ ჩვენგან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი. ასე რომ მომხდარიყო, ჩვენი დღევანდელი საფიქრალი ინვესტიციების სწორი დაბანდება და განათლების რეფორმა კი არა, დაღუპულების დატირება და ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა.
ის, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის (და ზოგადად დასავლეთის) სწორი ლიდერობის პირობებში უკრაინის ომი არ იქნებოდა, ამას თავად აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს. ისევე, როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი, ანუ მარიონეტული ომია.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როგორც ჩანს, ეს ომი დასასრულს მიუახლოვდა. რამდენად მძიმე პირობების მიღება-არმიღებაზე უწევს უკრაინას ფიქრი, ამას ყველა ვხედავთ. ამის ფონზე, კიდევ უფრო ცხადია, რამდენად მრუდეა ის ქართველი, რომელიც დღესაც მათ თვალებს, განცხადებებს და რეზოლუციებს შესციცინებს, ვინც გუშინ სხვის ომში მიმავალი მეწინავე რაზმის დროშას აჩეჩებდა ხელში.
ის, რასაც 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჩემთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით მოითხოვდა, ბევრჯერ მაქვს აღწერილი და ამიტომ, ქვემოთ, კიდევ ერთხელ ვურთავ ჩემს ვრცელ პოსტს. ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი, როდესაც ის შარშან საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა. რაიმე დამაჯერებელი ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო საქართველოსგან, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლა, ვერც იმ შეხვედრაზე და ვერც სხვა დროს ვერ მოვისმინე. იგივე ეხება ნატო-ს ქოლგის ქვეშ დიდ გულზე მყოფ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსაც.
ფაქტი ერთია, ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რომ ომია, ეს ჩვენივე ახლო წარსულმა ბევრჯერ დაგვანახა. ის უცხოელები კი, ვინც რუსეთთან ესკალაციას მოითხოვდნენ და ესკალაციის ბოლოს ომს არ იმჩნევდნენ, ან თავად იყვნენ გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვეგონეთ მიამიტები. მიამიტები, რომლებიც მათ გულუბრყვილობას დავიჯერებდით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


