უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივლისი, 2025 23:05
font-size

აშშ-ის ელჩის გადაყენება და ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი, ამაზე ხმამაღალ განაცხადს ვერ გააკეთებ - ირაკლი კობახიძე

როგორც კი გადმოიდგმევა ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი უარის შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ერთ დღეს, რეალურად, გადააყენეს ამერიკის ელჩი საქართველოში და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ ე.წ. აგრემანი, ანუ თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშვნაზე და დაინიშნა თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად. ეს მოხდა დემონსტრაციულად ერთ დღეს. ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც ითქვა უარი წერილის მიღებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ჟესტი და ჩვენ მადლობელი ვართ ამ ჟესტისთვის იმიტომ, რომ რეალურად, კიდევ ერთხელ შეიძლება თამამად ითქვას, წინა ორი ელჩის პირობებში, მანამდე იყო მესამეც, იქაც ბევრი რამ გაფუჭდა, მაგრამ განსაკუთრებით წინა 2 ელჩის პირობებში თვისებრივად გაუარესდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. კონკრეტულად ელჩებმაც შეიტანეს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, სამწუხაროდ. ელჩის გადაყენება და ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. მთავარია, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი განვითარება, ჩვენ ამას ველოდებით. ჩვენ ველოდებით არა იმ მცდელობას, რომ შანტაჟის ქვეშ რაღაც გზავნილები გაგვიზიარონ, არამედ ველოდებით ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას. თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ხმამაღალი და მაღალი განაცხადი გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი მარტივი რამ, მაქსიმუმზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული - როგორც კი გადმოიდგმევა ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც, მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამაზე ხმამაღალ განაცხადას ვერ გააკეთებ. ვართ მოლოდინის რეჟიმში და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი