პოლიტიკა
აშშ-ის დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო შეხვედრებზე კვლავაც აქტუალურია.
ელჩმა აღნიშნა, რომ ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან. კელიმ დასძინა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
„ამის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვას, არის თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს იყო ძალიან დიდი გამოხატულება ჩვენი მხარდაჭერისა. გარდა ამისა, თქვენ მომავალშიც იხილავთ ჩვენს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით. მე ვგულისხმობ, იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის კუთხითაა მიმართული. მისი უნარის განმტკიცებით, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ვფიქრობ, ამერიკის დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და ასევე უკრაინის საკითხი ფართოდ განიხილება“, – განუცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


