პოლიტიკა
აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი - მიხეილ ჯანელიძე
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რადგანაც შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო მდივანთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. ჩვენ მოვისმინეთ ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ველოდებით სამიტს, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში ამ პროცესში და იგი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეჯამებისას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან. მინისტრის თქმით, შეხვედრის ფარგლებში სიღრმისეულად განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულება. რეგიონში არსებული სიტუაცია, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. მინისტრის განცხადებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


