უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2017 14:15
font-size

აშშ ძალიან შეშფოთებულია იმ სიტუაციით რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება- იან კელი

საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი ევროკავშირის გენერალური მდივნის ანგარიშს მიესალმება.

ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ სიტუაციით რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

„მივესალმებით ევროსაბჭოს ანგარიშს. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია იმ სიტუაციით რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგოირც არის მაგალითად, გამშვები პუნქტების დახურვა, ასევე იმ პირების უკანონო დაკავება, ვინც ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს. ნებისმიერი საკითხი, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ პრობლემას და გაზრდის ცნობიერებას- მისასალმებელია“,-აღნიშნა იან კელიმ.

ევროკაქვშირის გენერალური მდივნის ანგარშიში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროკავშირის გენერალური მდივნის ანგარიშში ნათქვამიამ, რომ ევროკავშირი გმობს ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, ადგილზე მდგომარეობა კვლავ უარესდება.

გარდა ამისა, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერების გამო და აღნიშნავს, რომ გაიზარდა მონაკვეთი, სადაც გავლებულია მავთულხლართები, ასევე დამონტაჟებულია სათვალთვალო აღჭურვილობა და სხვა ბარიერები.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი