უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 დეკემბერი, 2025 18:52
font-size

აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას და იმას, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა - აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას და იმას, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.

“ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოძიებებმა, მათმა დაკავებებმა და გირაოთი გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა: არის ეს რეალურად ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა, თუ „ქართული ოცნების“ შიგნით კლანური დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე თავიდან იცილებენ პარტიის ყოფილ წევრებს კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები.

ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება. უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს. ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი