პოლიტიკა
ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება - შალვა შავგულიძე
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, შალვა შავგულიძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკური სუბიექტების გავლენის ქვეშ მოიქცა, შეურაცხმყოფელია ევროსასამართლოს მიმართ.
შავგულიძის თქმით, ასეთი დამოკიდებულება ევროსასამართლოს მიმართ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
„ნამდვილად ვერ მოვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ განცხადებას. ეს არასწორი მესიჯია საერთოდ ევროპული საზოგადოებისთვის, ევროპული ოჯახისთვის, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც პარლამენტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ევროპული სასამართლო მოექცა საქართველოდან რაღაც გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, მთელ საქართველოს გვჯერა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერა ევროპულმა სასამართლომ, არის ძალიან კანონიერი. ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება, ვიმეორებ, როცა ამას აკეთებს მმართველი ძალის ასეთი მაღალი თანამდებობის პირი“,- განაცხადა შავგულიძემ.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დააზუსტა, რას გულისხმობდა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური უწოდა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი და ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ცდილობდნენ წერილების მეშვეობით სტრასბურგის სასამართლოზე გავლენის მოხდენას, რაც აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
კითხვაზე, ცდილობდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში ვიზიტისას, გავლენა მოეხდინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კობახიძემ უარყოფითად უპასუხა. მისი განმარტებით, მიხეილ ჯანელიძე „ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლო მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


