სამართალი
ასეთ ბარბაროსულად მკვლელს 8 წელი გამოუტანეს სასჯელად - მოკლული დავით ცინდელიანის დედა
კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, რომან შამათავასთვის პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს გარდაცვლილების ოჯახის წევრები პროტესტით შეხვდნენ.
როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ გარდაცვლილ დავით ცინდელიანის დედამ, თამარ ცინდელიანმა განაცხადა, სასჯელის ზომა არასკმარისია.
,,ზღვაში ზღვის ცხოველების საჯიჯგნად გადამიგდეს შვილი. გაგვამწარეს, ოჯახი მიწასთან გაასწორეს და ასეთ ბარბაროსულად მკვლელს, 8 წელი გამოუტანეს სასჯელად’’, - განაცხადა თამარ ცინდელიალმა.
განაჩენის ზომას საკმარისად არ მიიჩნევს არც მოკლულ პაატა ქარდავას შვილი, ქრისტინე ქარდავა. მისი თქმით, ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ელოდა.
,,წარმოიდგინეთ ველოდით უვადო პატიმრობას. ასეთ ჯალათს როგორ უნდა მიუსაჯონ 8 წელი, ვერ ვხვდებით. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ვაპირებთ ამ განაჩენის გასაჩივრებას და თუ სამართალი არსებობს ამ ქვეყნად ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად’’, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ქარდავას ქალიშვილმა.
ცნობისათვის: კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რომან შამათავა პასუხისგებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერის დათო ცინდელიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და განზრახ მკვლელობისთვის მიეცა.
გამოძიების ინფორმაციით, შამათავამ ცინდელიანს 2008 წლის აგვისტოსში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო.
ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


