პოლიტიკა
ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო - დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებაზე
პარტია „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესახებ. უსუფაშვილმა ბახტაძეს ურჩია, კონსტიტუციას გადახედოს.
„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდე რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ რომ საჭიროა, სასწრაფოდ მთავრობასა თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ. და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდე დავამტკიცებთ“, -თქვა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ბახტაძის გადაწყვეტილება მიუღებელია და ერთადერთ იმედად პარლამენტი რჩება.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის ფორმალური შემადგენლობა შევა. ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადებია, რომელშიც მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


