პოლიტიკა
ასე გეშინიათ წულუკიანის? მეათე შკალაზე „აარტყა“ თქვენი შიშის ზღვარმა - გიორგი ვაშაძე მოსამართლე ნატო ხუჯაძეს
ასე გეშინიათ წულუკიანის? - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოსამართლე ნატო ხუჯაძეს, რომელმაც ხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა თეა წულუკიანის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას გამოკითხვის შესახებ.
საქალაქო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს.
ვაშაძემ მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ ივანიშვილმა მთელი სასამართლო სისტემა მისი დავალებების შემსრულებლებლად აქცია.
„ბაბილოში“ თქვენც ბანერის ქვეშ შეძრომა მოგიწიათ, თუ პირდაპირ მიხვედით? რა დონემდე დაგიყვანათ ივანიშვილმა, რომ მოსამართლე ასოცირებულია ქეიფთან და ბანერის ქვეშ შეძრომასთან. მეც მრცხვენია - უთხრა პოლიტიკოსმა მოსამართლეს.
მართლა შოკირებული ვარ. დღეს თქვენ, თქვენი სიტყვით ყველას წინაშე თქვით, რომ ახალი საპროცესო კანონმდებლობა არსებობს. როდის აქეთ ხდება, რომ მოწმის სურვილზეა დამოკიდებული, დასაკითხად მოვა თუ არა? ეს საიდან მოიტანეთ. ამ სასამართლოზე ყველანაირი წარმოდგენა არსებობს, მაგრამ ეს მართლა შოკისმომგვრელია. მეათე შკალაზე „აარტყა“ თქვენი შიშის ზღვარმა. იმ დონეზე შეგეშინდათ წულუკიანის მოსვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზეპირსიტყვიერად შეცვალეთ. ეს რა თქვით, საერთოდ. თქვენ რამე სხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ხომ არ გაქვთ, რომ თურმე მოსამართლე უნდა ეხვეწოს მოწმეს მოდით, დაკითხვაზეო? ქალბატონო ნატო, ეს წარმოუდგენელია, ასე გეშინიათ წულუკიანის? თქვენ უფრო გეშინიათ წულუკიანის, თუ წულუკიანს ეშინია სასამართლოში მოსვლის? კომიკურობის ზღვარს სცდება ეს ყველაფერი.
[აუცილებელია] თქვენი აცილება. წადით, დაისვენეთ. შიშები დაიწყნარეთ, „კლანი“ დასასვენებლად გაგიშვებთ, ალბათ. იქნებ ფორმალურად მაინც მოვიდეს სხვა მოსამართლე, რომ ფორმალობა მაინც დავიცვათ.
პირველი, ეს საქმე უნდა შეწყდეს, პარლამენტი არის არალეგიტიმური. მეორე - კომისიაში ვის ხედავთ ოპოზიციონერს? … საქმე არის პოლიტიკური და უნდა შეწყდეს. ბიძინა ივანიშვილმა, კობახიძის და ვიღაცების დაჯგუფებამ ყველა გაქციათ დავალებების შემსრულებლებად. „ბაბილოში“ თქვენც ბანერის ქვეშ შეძრომა მოგიწიათ, თუ პირდაპირ მიხვედით? რა დონემდე დაგიყვანათ ივანიშვილმა, რომ მოსამართლე ასოცირებულია ქეიფთან და ბანერის ქვეშ შეძრომასთან. მეც მრცხვენია. წულუკიანის მოყვანის რისი გეშინიათ? ან იმას რისი ეშინია, ხომ არ შევჭამთ. თქვენ თვენი სიტყვით დაადასტურეთ, რომ თურმე მას სასამართლოში მოსვლის ეშინია“, - მიმართა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს გიორგი ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და კოალიცია "ცვლილებისთვის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდათ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


