პოლიტიკა
არცერთი წვეთი სისხლის, რომელიც იქნება სამშობლოსთვის დაღვრილი არ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ - გიორგი მარგველაშვილი
არცერთი წვეთი სისხლის, რომელიც იქნება სამშობლოსთვის დაღვრილი არ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის პასუხად.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ არ არის კონკრეტული ადამიანების ემოცია საინტერესო.
მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის პრობლემა დგას და ამ მოცემულობაში ის მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელიც მტკიცე იქნება თავის გადაწყვეტილებებში დაიცვას ერთიანი საქართველოს ღირსება და დაიცვას იმ ადამიანების ღირსება, რომელთაც გაცნობიერებული ექნებათ, რომ სამშობლოს დაცვა და თავის გაწირვა ყველაზე დიდი მისიაა.
„მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, ისე როგორც 5-10-15 საუკუნის წინ, დაიცვას თავისი მიწა-წყალი, გაანადგუროს მტერი, რომელიც შემოსულია და დაიპყრო ჩვენი სამშობლო, უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა, და სიამაყე ამ სამშობლოში ცხოვრებით, გახდეს და იყოს კაცობრიობის კულტურისა და სულიერების ერთ-ერთი აკვანი.
მაგრამ იმისთვის რომ ეს ქვეყანა არსებობდეს ჩვენი მებრძოლები უნდა იყვნენ გამაგრებული იმ სიმტკიცით, რომელსაც ვაძლევთ პოლიტიკოსები, რომ სამშობლოს დაცვა არის ყველაზე დიდი ღირსება და ამისთვის სიცოცხლის შეწირვა ყველაზე დიდი ღირსებაა. არასდროს არცერთი წვეთი სისხლი რომელიც დაიღვრება ჩვენი სამშობლოს დაცვაში არ იქნება ტყუილად და არ იქნება კითხვის ნიშანდასმული,“-აცხადებს პრეზიდენტი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


