პოლიტიკა
არცერთი ის წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი არაა - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უარყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება, რომ „ქართული ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოში“ ხალხი გადავიდა, მათ შორის წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე შვანგირაძე.
მდინარაძის თქმით, დღევანდელ ბრიფინგზე გიგი უგულავას გვერდით „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იდგნენ და არა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები.
„არცერთი ის წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი არაა. უფრო მეტიც, დღეს იცით, რა გააკეთა? გვერდით დაიყენა მათი პარტიის ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებშიც მათ ახალგაზრდულში იყვნენ.
წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა კონსტანტინე შვანგირაძე, მაგასაც დავაზუსტებ, თუ გნებავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე სიტუაცია იქნება, რაც დანარჩენი, მაგალითად, 60 კაცის შემთხვევაში. წინა შემთხვევაში, გახსოვთ ალბათ, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი დაიყენა გვერდით და თქვა, რომ ეს ადამიანი გადმოვიდა ქართული ოცნებიდან. ამ სპექტაკლს აგრძელებს და ყველა წინა თემის გადასაფარად ცდილობს, ახალი თემა გამოიგონოს მაშინ, როდესაც თავად გაურბიან, მათშორის, პარლამენტის წევრები და ენგრევათ პარტია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ. მისი თქმით, ამჯერად სახელისუფლებო გუნდი იმერეთის და აჭარის მასშტაბით 8 ადამიანმა დატოვა. მათ შორის ერთ-ერთი წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თორნიკე შვანგირაძეა.
ბრიფინგზე შვანგირაძემ მოჰყვა, რომ "ქართული ოცნება" ორი თვის წინ დატოვა, რადგან ხელისუფლებამ "ნაციონალები" დააწინაურა, რაც გახდა უკმაყოფილების მიზეზი. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს.
ბრიფინგზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად „ევროპული საქართველოს“ რიგებს "ქართული ოცნების" 300 მხარდამჭერი შეუერთდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


