პოლიტიკა
არცერთი ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაცია არ ადასტურებს კანაფზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობას - მირიან წიკლაური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, არცერთი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია არ აღიარებს კანაფზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობას, ამიტომ მისი მოყვანა-წარმოება სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელია.
„არცერთი სამედიცინო ორგანიზაციის მიერ, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციის მიერ, კანაფზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობა დადასტურებული არ არის. კანონპროექტის ავტორებთან ამაზე საუბარი მქონდა. არგუმენტი ბევრი ვერ მოვისმინე. იმისთვის, რომ ამ პრეპარატების წარმოება დაიწყოს, საჭიროა, რომ აღიაროს რომელიმე სამედიცინო ორგანიზაციამ. ასეთი რამ ჯერჯერობით არ არსებობს“, - თქვა დეპუტატმა.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა, გუშინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


