პოლიტიკა
არც `ნაციონალურ მოძრაობას` და არც `ქართულ ოცნებას` ჩვენი მხარდამჭერები არ უნდა აძლევდნენ ხმას _ გიორგი ახვლედიანი
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ პარტიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.
ახვლედიანის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ არ სურთ, მათი მხარდამჭერები არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" აძლევდნენ ხმას.
"კომისიის წევრებიც კი გამოვიწვიეთ და ოფიციალურად, ბოიკოტი გამოვუცხადეთ მეორე ტურს, რადგან არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას", ჩვენი მხარდამჭერები არ უნდა აძლევდნენ ხმას. ორი პოლიტიკური ძალა გაერთიანდა და ფაქტობრივად, ერთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. წარმომადგენლები თვითონ ცესკო-მ აგვიკრძალა. არ მოგვცა უფლება, წარმომადგენლები გვყავდეს და დავაკვირდეთ, როგორი გარიგება მიდის ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ყველამ კარგად იცის, რომ წარმომადგენლებს აქვთ უფლება, დაწერონ საჩივარი და კომისიის წევრებს არ აქვთ უფლება. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმომადგენლები გვყოლოდა და მერე ყველასთვის გვეთქვა, როგორ ემზადებიან 30 ოქტომბრისთვის არჩევნებისთვის", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ ძალას, როგორც ცნობილია, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან 400-ზე მეტ წევრი გამოიწვიეს.
"თავისუფალ დემოკრატებში" განმარტავენ, რომ მიზეზი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის საწინააღმდეგოდ, მათი მიზანმიმართული ქმედება იყო.
პარტიის ლიდერთა განცხადებით, ისინი შეგნებულად აფუჭებდნენ ბიულეტენებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
კომისიის წევრების გამოწვევის გადაწყვეტილება კი, როგორც აცხადებენ, მეორე ტურში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


