უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მაისი, 2018 17:15
font-size

არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მათ მიემართოთ შსს-სთვის - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა კლუბებში ჩატარებული ღონისძიებების საფუძველი.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რადგან არც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების არ წამოდგენილა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. ახლა მოგახსენებთ, თუ რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ - ამ ღონისძიებას უსწრებდა დაახლოებით 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით. ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშულებების გაყიდვას, რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი მოვლენაა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვით გვაქვს დაფიქსირებული სასამართლო განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანს , ეს არის კლუბის წინ) ასევე კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვა კლუბის შიგნით - ღონისძიება არ გაგვიხორციელებია. მაგალითად, ჩვენს გვაქვს გადაღებული შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა“ (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება - „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ“. შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება , გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. ეს ერთი შემთხვევა. მეორე - რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. როდესაც ერთ-ერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად ჩნდება კითხვა- იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით,“ - განაცხადა გიირგი გახარიამ.“

როგორც შს მინისტრმა 12 მაისის საგამოძიებო ღონისძიებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და დახმარება ეთხოვათ პრობლემის გადაწყვეტაში.

გიორგი გახარიამ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკის ჩატარება დაგეგმა.

,,მე მჯერა, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება. როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის არ ყოფილა, რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ რომ მოგვეხმარეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით ჩვეულებრივად ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან , გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთსა და იმავეკლუბებში. როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, - განაცხადა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა.

,,ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩატარება, ორი კომპონენტი იყო, პირველი - აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე, რა თქმა უნდა ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერცია ჩავატარეთ“, - გაბცახადა გიორგი გახარიამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი