პოლიტიკა
არც აფხაზებს, არც ოსებს არ სურთ და აღარასდროს არ დათანხმდებიან, რომ იყვნენ საქართველოს ავტონომიები - ადა მარშანია
აბსოლუტურად სერიოზულად გეკითხებით, გავიაზრეთ თუ არა და გავითავისეთ თუ არა, რომ არც აფხაზებს, არც ოსებს, არც სოხუმს და არც ცხინვალს არ სურთ და აღარასდროს არ დათანხმდებიან, რომ იყვნენ საქართველოს ავტონომიები? არ დათანმხდებიან ავტონომიურ სტატუსზე,- განაცხადა ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიაზე.
"ვიცით, რომ სოხუმშიც და ცხინვალშიც მიმდინარეობს პროცესები, რომელთა შედეგად სოხუმიც და ცხინვალიც უფრო მეტად ინტეგრირდება რუსეთში, ხდება მისი ნაწილი და უფრო და უფრო მეტად გვწყდება ჩვენ. რამდენიმე კითხვა მაქვს ჩემს კოლეგებთან. მისი დასმის სურვილი გამიმძაფრა ჩემმა მუშაობამ საკონსტიტუციო კომისიაში, როდესაც მივადექით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ისეთი მსჯელობა დავინახე და მოვისმინე, რომ მძაფრი შეგრძნება მქონდა, ვიმყოფები 90-იან წლებში.
აბსოლუტურად სერიოზულად გეკითხებით, გავიაზრეთ თუ არა და გავითავისეთ თუ არა, რომ არც აფხაზებს, არც ოსებს, არც სოხუმს და არც ცხინვალს არ სურთ და აღარასდროს არ დათანხმდებიან, რომ იყვნენ საქართველოს ავტონომიები? არ დათანმხდებიან ავტონომიურ სტატუსზე. გვესმის ეს ჩვენ თუ არა და ვაპირებთ თუ არა ამაზე ფიქრსა და მსჯელობას? ვაცნობიერებთ, თუ არა, რომ აფხაზებსა და ოსებს, სოხუმსა და ცხინვალს ჩვენთან არც ფედერაციული ურთიერთობა არ უნდა და არც კონფედერაციული. ვაცნობიერებთ თუ არა ამას ჩვენ და ვფიქრობთ, თუ არა, რა ვქნათ ამ თვალსაზრისით? ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ომი შეუძლებელია და ამით ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ვერც სოხუმს, ვერც ცხინვალს. რატომ არ ვმსჯელობთ არასდროს სხვა გზებზე?! ჩემი წარმოდგენით, ამ საკითხით უნდა იწყებოდეს პარლამენტის ყველა სხდომა! 15 წელია ვიღებთ რეზოლუციებს, მაგრამ მათ შედეგად არანაირ სარგებელს, შედეგს, საგნობრივ შედეგს ვერ ვიღებთ. უფრო მეტად გვშორდებიან ისინი ჩვენ",- განაცხადა მარშანიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


