უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2017 16:55
font-size

არსებულ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი არის მხოლოდ ბუტაფორია - რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტის არჩევის წესთან და უფლებამოსილებთან დაკავშირებით

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და უფლებამოსილების შემცირება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

„მედიანიუსი“ განცხადების სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და სახელისუფლებო უფლებამოსილებების შემცირება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს განიმტკიცოს ერთპიროვნული ძალაუფლება და მყარი გარანტიები შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გზით. ჩვენ, რესპუბლიკელები, როგორც, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არა მარტო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო, არამედ უკანასკნელი 38 წლის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, თვალნათლივ ვხედავთ წინა ხელისუფლებების მიერ დაშვებული შეცდომების განმეორების საფრთხეს.

საფრთხე ემუქრება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის საყოველთაოდ აღიარებულ და საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება, ურთიერთბალანსი და კონტროლი. მახინჯი საარჩევნო სისტემის მეშვეობით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიღებული ხმების ნახევარზე ნაკლებით, პარლამენტში მანდატების სამი მეოთხედი გაიფორმა. დღეს პარლამენტი არათუ არ აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ მისი ნების აღმსრულებლად გვევლინება. ასევე, წინა ხელისუფლების მორჩილ მოსამართლეთა (რომლებმაც თავი დაგვამახსოვრეს სამარცხვინო, უკანონო და ქვეყნისთვის დამაზარალებელი გადაწყვეტილებებით) გადაბირების გზით ხელისუფლებამ არაფორმალურად დაიქვემდაბარა სასამართლო სისტემა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ არსებულ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი არის მხოლოდ ბუტაფორია და შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის დახვეწა-სრულყოფაზე ლაპარაკი კონსტიტუციის ცვლილებების მოსურნე ხელისუფალთაგან არის ტყუილი და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობა.

ასეთ პირობებში განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს პრეზიდენტს, როგორც პერსონალურად, ასევე ინსტიტუციურად, რადგან დღეს ის არის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას ერთი ადამიანისა და მისი გუნდისაგან. ის არის მათი თვითნებური გადაწყვეტილებების ერთადერთი შემაფერხებელი სუბიექტი. ამ ვითარებაში, ჩვენთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, ისე სახელისუფლებო ფუქნციებისგან, განსაკუთრებით საკადრო საკითხებიდან პრეზიდენტის ჩამოშორების მცდელობა. ამიტომ პრეზიდენტი არსებული სახელისუფლებო უფლებამოსილებებით კვლავ უნდა აირჩეს პირდაპირი წესით, მას უნდა დარჩეს უშიშროების საბჭო და უფლებამოსილებები ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესის შენარჩუნებით ჩვენ, საპარლამენტო რესპუბლიკის მნიშვნელოვან კომპონენტებსაც შევინარჩუნებთ და კონსტიტუციურადაც არ გადავჩეხავთ ქვეყანას პერსონალური უპასუხისმგებლო მმართველობის მორევში“, - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი