სამართალი
არსებობს რეალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოხდეს ლევან ყიფიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა - გიორგი ფანცულაია
,,ომეგა ჯგუფისა“ და იბერია ტვ-ის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მიიჩნევს, რომ ლევან ყიფიანი არის ერთ-ერთი უმნიშვნელო ფიგურა კომპანიაზე ზეწოლის საქმეში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყიფიანის გამოკითხვის შემდეგ, გამოიკვეთოს ის ადამიანები, ვის დავალებასაც ასრულებდა სპორტის ყოფილი მინისტრი.
ადვოკატი ფიქრობს, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი, რათა ლევან ყიფიანთან მიმართებაში მოხდეს მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც.
,,დღემდე რომ ლევან ყიფიანის დაკითხვა არ მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაქვს ვარაუდი, რომ მას აძლევენ გარკვეულ დროს, რათა მის უკან მყოფ რეალურ ფიგურანტებთან დაალაგოს ეს ურთიერთობები.
არსებობს რეალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ როცა მოხდება ლევან ყიფიანის დაკითხვა, მოხდეს თვით ლევან ყიფიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულად და ობიექტურად. აქედან გამომდინარე, ლევან ყიფიანით ეს საქმე არც იწყება და არც მთავრდება“, - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, იბერია ტვ-სა და ომეგა ჯგუფზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის საქმეზე გამოსაკითხად სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი პროკურატურაში 17 სექტემბერს არის დაბარებული.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


