სამართალი
არსებობს ძალიან შთამბეჭდავი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში - ოთარ კახიძე
“ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებში არსებობს ძალიან შთამბეჭდავი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში.
საგამოძიებო კომისიის წევრი კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილი პროკურორის და მისი ყოფილი მოადგილისგან დაინტერესდა, თუ რატომ არ წარედგინა მ.კ.-ს ბრალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
“არსებობს მ.კ.-ს მიერ 2 დეკემბერს მიცემული ჩვენება, სადაც ამბობს, რომ სარალიძეს ურტყამდა მუშტს. 3 დეკემბერსაც ამას ადასტურებს. 23 დეკემბერს ამბობს, რომ ის ეხმარებოდა დანით შეიარაღებულ გ.ჯ.-ს და რამდენჯერმე ურტყამს მუშტს სახეში დავით სარალიძეს. ამბობს, რომ დააფიქსირა დავით სარალიძის შენელების მომენტი და იმას, რომ სარალიძე ვეღარ აქტიურობდა. თქვენ ამ მომენტში გაქვთ მტკიცებულებათა სრული ერთობლიობა მ.კ.-ს მიმართ, რომ წაუყენოთ ბრალი როგორც მკვლელობაში თანამონაწილეს. როცა საქმეზე მუშაობა დავიწყეთ, დავალაგეთ მტკიცებულებები სხვადასხვა ფიგურანტების მიმართ და აღმოჩნდა, რომ არსებობს შთამბეჭდავი ერთობლიობა მტკიცებულებების, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მ.კ. ჩხუბის დაწყებიდან ჩხუბის ბოლომდე იმყოფება ფარდულში დავით სარალიძესთან ერთად. დადგენილი ფაქტია, რომ როცა მ.კ. იმყოფება ფარდულში, ამ დროს დავით სარალიძეს აყენებენ 12 ჭრილობას. დადგენილი ფაქტია მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, რომ მ.კ. არის პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან, ცდილობს მის დამორჩილებას და გამოქაჩვას, ამავე დროს მუშტებს ურტყამს მოკლულს. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა გაქვთ საქმეში. გ.ბ.-ს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გაქვთ და ბრალი წაუყენეთ და მ.კ.-ს რატომ არ წაუყენეთ ბრალი? მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ მ.კ.-ს დანით მკვლელობაში წაგეყენებინათ ბრალი, მე გეკითხებით, რატომ არ წაუყენეთ ბრალი თანამონაწილეობისთვის?“, - მიმართა ყოფილ პროკურორებს ოთარ კახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


