სამართალი
არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები - პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საქართველო დატოვა
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საქართველო დატოვა.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.
„არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”,- განაცხადა ანგელა ვასილენკომ.
პაატა ბურჭულაძის ოჯახი და ადვოკატები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბურჭულაძის მეუღლე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მსოფლიო ბანმა ტელეეთერებში ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადა.
„მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნას 2018 წლის მარტის თვიდან, რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას. გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს, კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით, გაუგებარია. საქმე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას - რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა,“-ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


