უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ოქტომბერი, 2025 14:41
font-size

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი ღია წერილით მიმართვს კულტურულ კაცობრიობას, ევროკავშირის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს

ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი, დოროთე ყურაშვილი ღია წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ეს არის მისი გზავნილი, კულტურულ კაცობრიობის, ევროკავშირის ქვეყნების და ამერიკის შეერთებულ შტატებისადმი.

„მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს.

ჩემი სამშობლო - საქართველო - საუკუნეებია მწვავე დესპოტიზმსა და აუტანელ შევიწროებას განიცდის რუსეთისგან. რუსეთის სახელმწიფო მუდმივად თვლის თავის თავს ჩვენს ბატონად, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გვთვლის თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რუსეთი თავის საკუთრებად მიგვიჩნევს და ჩვენს დასამორჩილებლად არ იშურებს არც პროპაგანდას, არც ტყვიას, რისი მტკიცებულებაცაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.

ჩვენი მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და არის რუსეთის ნაცვალი საქართველოში, მუდმივად უმტკიცებს ქართველ ერს და მსოფლიო საზოგადოებას, რომ იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს გარე ძალებისგან, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გარე ძალებად მიიჩნევს კულტურულ ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის მეგობრები, საქართველოს მთავრობის მიერ მტრებად ხართ მიჩნეული, ხოლო ისტორიულად და ფაქტობრივად საქართველოს მოძულე, მჩაგვრელი და მოუშორებელი მტერი რუსეთი მიჩნეულია მოყვარედ. დემოკრატია გაანადგურეს, არჩევნები, სამართალი და სასამართლო მოსპეს და ისეთი სამართალი შექმნეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან.

„მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს საქართველოს ხალხი, მაგრამ, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება” (კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია).

რუსეთს „ქართული ოცნების” ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ, კულტურულ და სულიერ გადაშენებამდე. ხალხი კვნესის, ერი გმინავს, ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლითა და ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, ხალხის დიდი ნაწილი გაღატაკებულია, მაგრამ ერის მიერ გამოხატული ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. პროტესტი უწყვეტად გრძელდება, მაგრამ მრავალჯერ დაუნდობლად სისხლით ჩაახშვეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, გაზით მოწამლეს, ფეხით გათელეს. ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ დასჯილი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები. ჩემი ხალხი კვლავ იბრძვის, პროტესტი გრძელდება.

ამგვარ პირობებში ჩემს მოვალეობად ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ განვიხილავ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვისურვო ჩემი ერის რუსული აგრესიისგან და ხელისუფლების მხრივ უზომო ჩაგვრისა და უსამართლობისგან გათავისუფლება, რაშიც თქვენ, ჩვენი ქვეყნის უანგარო მეგობრებს, შეგიძლიათ დიდად დაგვეხმაროთ.

გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას.

თქვენთვის და ყველა სამართლიანი ადამიანისთვის მლოცველი

არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი),“ - წერს არქიმანდრიტი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი