საზოგადოება
არქეოლოგის თქმით, გორის ერთ-ერთ პარკში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ, ნაპოვნი ძვლის ფრაგმენტები ცხოველს ეკუთვნის
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.
პირველი არხის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებდა და სამართალდამცველებთან კონსულტაციებს გადიოდა.
როგორც ლიჩელმა პირველ არხს განუცხადა, სამართალდამცველებმა მასთან კონსულტაციები გათხრების წარმოების მეთოდოლოგიაზე გაიარეს.
„ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკრუპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.
მისივე თქმით, ძვლის ფრაგმენტები, რომლებიც სამართალდამცველებმა ამოიღეს, ცხოველს ეკუთვნის.
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


