პოლიტიკა
არის თემები, რომლებიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს
საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში, გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე გაემგზავრა. დიპლომატები ისაუბრებენ საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ საბაჟო კორიდორებს ნეიტრალური მონიტორები გააკონტროლებენ. დოკუმენტზე რუსეთს ამ დრომდე ხელი არ მოუწერია.
აბაშიძე გამოეხმაურა ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას.
„ჩემი მხრიდან ალბათ გაკეთდება კომენტარები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხდება. ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე საუბრის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ძალიან რთულია ამას გვერდი აუარო.
რატიფიცირება რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის შესახებ, ახლა გავიგეთ ინფორმაცია, რომ ე.წ. საბაჟო პუნქტი იქმნება ცხინვალის რეგიონში. არის თემები, რომლებიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა აბაშიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


