პოლიტიკა
არის თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო მაშინაც კი, როცა ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიკას EAGLE HILLS-ის პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი - ირაკლი კობახიძე
EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, არის რაღაც თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი.
„როდესაც იცი, რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია, საქართველოს ეკონომიკას დააკლდეს 11 მლრდ ლარი, ამ დაკვეთის მიზანია, ბიუჯეტს დააკლდეს წელიწადში 700 მლნ ლარი, როცა იცი, რომ ამ დაკვეთის მიზანია, არ შეიქმნას საქართველოში 24 000 დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად, როცა იცი, რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცები, სადაც, „ნაცი“, „ლელო“ და „ალტ ინფო“ რომ ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ვხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი.
მათი ერთ-ერთი აქტივისტი. ე.წ. ჟურნალისტი გამოდიოდა ეთერში და ასეთი რაღაც თქვა, რომ შეიძლება სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის, ბოლომდე უნდა გამოიყენოო. ესაა ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


