პოლიტიკა
არის გარკვეული წილი პასუხისმგებლობა, როცა ხარ ოკუპანტი - იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე
საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვაზე აუცილებლად უნდა დადგეს პასუსისმგებლობის საკითხი.
„არ ვიცი, როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ერგნეთში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის მართლაც საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. ეს არის შემაძრწუნებელი სიტუაცია, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა მოხდა იქ.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ტიპის ინციდენტი არ არის პირველი. აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ამ საშინელი ინციდენტის გამო. არის გარკვეული წილი პასუხისმგებლობა, როცა ხარ ოკუპანტი. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღო ამ საქმეში პასუხისმგებლობა“, -თქვა კელიმ.
ოკუპირებულმა ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს ახალგორსი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილი დაღუპვის შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


