პოლიტიკა
არგენტინის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
24 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში არგენტინის ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხულიან ლუის ტეტამანტისთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.
მინისტრის მოადგილემ არგენტინის მხარეს მიულოცა არგენტინა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და მადლიერება გამოხატა არგენტინის მთავრობის მიმართ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ ნაბიჯებზე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
ბ-ნმა დავით ზალკალიანმა არგენტინის ახალ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


