პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილზე რაც ამ დღეებში გავიგე სხვადასხვა წყაროდან, იმას გეტყვით - ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ალისაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტებზე დაწერა. როგორც მას წყაროებმა უამბეს, ტატუნაშვილი ხშირად გადადიოდა ოკუპირებულ ახალგორში, ხოლო მის დასაკავებლად ახალგორის რაიონის დე-ფაქტო გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა სპეცოპერაცია დაგეგმა, რომლის მიზანი იყო ტატუნაშვილის დადანაშაულება დივერსიული აქტის მოწყობაში.
„არჩილ ტატუნაშვილზე რაც ამ დღეებში გავიგე სხვადასხვა წყაროდან, იმას გეტყვით: ტატუნაშვილი ხშირად გადადიოდა მშობლიურ ახალგორში, იყო ყოფილი სამხედრო და მაგარი გულიანი ბიჭი. ერთადერთი იყო, ვინც არ ეპუებოდა ახალგორის სეპარატისტი ოსი გამგებლის ხაჩიროვის მიერ დამყარებულ გამკაცრებულ წესრიგს. რამდენჯერმე შელაპარაკება მოუვიდა ოს მილიციელელებთან და ერთი მილიციელი ცოტა ხნის წინ კარგადაც სცემა. ხაჩიროვმა ტატუნაშვილის დასაკავებლად დაგეგმა ოპერაცია: დანაღმა ქსანზე გადამავალ ხიდი, ახალგორში საგანგებოდ ჩაიყვანა ომონი და მორიგი შესვლის დროს დააკავეს არჩილი ორ თანმხლებ ბიჭთან ერთად. ცხინვალში ტატუნაშვილს ჩაურთეს ვიდეოკამერა და მოსთხოვეს ხიდის დანაღმვისა და დივერსიის დაგეგმვის აღიარება, რაზეც პასუხად მიიღეს კატეგორიული უარი და კარგი გემრიელი დედის გინება. ასე გაგრძელდა მთელი დღე და გვიან საღამოს მრავალსაათიანი წამებისა და სასტიკი ცემის შემდეგ გაუტეხელი ტატუნაშვილი მოკლეს. ეს ისტორია მოგიყევით ზედმეტი ჰეროიზირების გარეშე, მაქსიმილამურად ფაქტებზე დამყარებული.
მადლობა მის მშობლებს ასეთი ლომის გაზრდისთვის !!!“, - დაწერა ელისაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს, მომდევნო დღეს კი ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ცხედარი მხოლოდ 20 მარტს გადასცეს.
არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


