პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის სამწუხარო შეხსენებაა - დონალდ ტუსკი
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შესანიშნავია.
„თქვენ იცით, როგორ ვაფასებთ თქვენს ვიზიტს. ჩვენი თანამშრომლობა, თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესანიშნავი და ეფექტურია. ვიზალიბერალიზაცია და ვაჭრობის მოცულობის ზრდა ამის დამადასტურებელია. ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციამ ხელშესახები შედეგები მოიტანა“, - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას. ის გამოეხმაურა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს იმ რეფორმებში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება კონფლიქტის სამწუხარო შეხსენებაა“, - თქვა ტუსკმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


