პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილის საქმეში შესაძლოა, უცხოელი ექსპერტების ჩართვა გახდეს საჭირო - ირაკლი შოთაძე
ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ არ გამორიცხა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში შეიძლება ჩართონ უცხოელი ექსპერტები.
ამის შესახებ გახდება ცნობილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.
„ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა იმის საჭიროება, რომ ამ საქმეში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ. რა თქმა უნდა, გამოძიება სრულად იქნება გამჭვირვალე, საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ და ასევე ოჯახს ექნება სრული წვდომა გამოძიების შედეგებზე“, -თქვა შოთაძემ.
საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფრომაცია მისი დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ცხედარი მხოლოდ 20 მარტს გადმოასვენეს.
ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


