პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება განხილული მანამ, სანამ არ აღდგება მართლმსაჯულება - დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება
დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იწყება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობს.
ქართულმა მხარემ გამორიცხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება ჟენევის ფორმატის შესაძლო შეცვლის შესახებ.
ამჯერად მხარეები ძალის გამოუყენებლობის ტექსტზე ისევ იმსჯელებენ, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. გარდა ამისა, ქართული მხარე დღის წესრიგში დააყენებს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს.
„პროგრესი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით არ გვაქვს. არ გვაქვს იმიტომ, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ამიტომ ამ რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. ასევე არჩილ ტატუნაშვილის საქმე. ეს საკითხი იქნება განხილული მანამ, სანამ არ აღდგება მართლმსაჯულება, სანამ არ დაისჯებიან ის პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან“, - თქვა დონდუამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


