სამართალი
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალურ სარჩელს აგვისტოში შეიტანს
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის ინფორმაციით, ინდივიდუალური სარჩელი საქმეზე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოში შევა.
როგორც ავალიანმა პირველ არხს აცნო, ინდივიდუალურ სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს.
„რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, იმ სახელმწიფოს შეერაცხება ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ მზადდება ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ეს საჩივარი“, -განაცხადა ავალიანმა.
მაისში რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ გამოძიების დაწყების იმედი არ აქვთ, მაგრამ ეს საჭირო პროცედურა იყო.
„ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, -დასძინა ადვოკატმა.
წინა თვეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სახელმწიფოც მიმართავს. მინისტრმა მაშინ აღნიშნა, რომ სარჩელზე მუშაობა მალე დასრულდება, ხოლო მოპასუხე მხარი რუსეთი იქნება.
არჩილ ტატუნაშვილი კიდევ 2 საქართველოს მოქალაქესთან ერთად საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს. მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თბილისის მოთხოვნის მიუხედავად, სეპარატისტებმა ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერტი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


