სამართალი
არჩილ ტატუნაშვილის მამის ვარაუდით, მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება
არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის ვარაუდით, მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება იმის გამო, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„ძნელია მათი დასჯა და იქიდან გამოყვანა. მაგრამ მოლოდინი მაქვს. ადრე თუ გვიან დაისჯებიან“,-განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტატუნაშვილმა მცხეთის სასამართლოში საქმესთან დაკავშირებული პირველი სხდომის დაწყებამდე.
გიორგი ტატუნაშვილმა გამოძიების პროცესი დადებითად შეაფასა.
ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის ცნობით, მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც უშუალოდ აწამებდნენ არჩილ ტატუნაშვილს.
„ბრალდებულები არიან გურწიევი და ტაბოევი, რომლებიც არიან სამართალდამცავი და უშიშროების დაწესებულებების წარმომადგენლები ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ეს არიან პირები, რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს არჩილ ტატუნაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ორ პირს. ასევე ისინი არიან წამებაში დამხმარენი, რომლებმაც გადასცეს ცხინვალის სამართალდამცავ ორგანოებს საწამებლად არჩილ ტატუნაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდა და გამოძიებამ ამ მიმართულებით დამაკმაყოფილებლად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც უშუალოდ აწამეს არჩილ ტატუნაშვილი და მიაყენეს 100-მდე დაზიანება“,- თქვა ავალიანმა და აღნიშნა, რომ გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.
22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი კიდევ 2 საქართველოს მოქალაქესთან ერთად დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა დაღუპული ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


