პოლიტიკა
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, უმრავლესობა რეზოლუციით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.
„მოხდა ადამიანის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა. საპარლამენტო უმრავლესობა ვაპირებთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას, სადაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოვითხოვთ. ვინაიდან, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკი და საფრთხეები არის მაღალი და დროა , საერთაშორისო საზოგადოებამ მეტი მობილიზება მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. მოვითხოვთ ასევე რუსეთის ფედერაციისგან, რომ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას“, -თქვა თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციაზე განცხადებას დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთებს, ხუთშაბათს მოხდება მისი დარეგისტრირება და მომავალ კვირაში პარლამენტი შეეცდება სხდომაზე, ერთი მოსმენით უყაროს კენჭი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


