უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ნოემბერი, 2017 17:10
font-size

არჩილ თალაკვაძე პროპორციული სარჩევნო სისტემის 2024 წლისათვის გადავადების გამო პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძე პროპორციული სარჩევნო სისტემის 2024 წლისათვის გადავადების გამო პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

შესაბამისი განცხადება თალაკვაძემ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას გააკეთა, რომელიც აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით პარლამენტში მიმდინარეობს.

“საკონსტიტუციო რეფორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი გუნდის ტესტად ჩამოკიდეს და ამ ტესტს საზოგადოებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხი გასცა. შესაბამისად, ამ ცვლილებებს დღეს აქვს უფრო მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჰქონდა.

კონსესუსი ღირებულებების დათმობას არ ნიშნავს. კონსესუსი არ ნიშნავს უარი ვთქვათ იმ პრივილეგიებზე, იმ უპირატესობებზე, რომელიც ახალ კონსტიტუციას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ კომპრომისები გავაკეთეთ იმ საკითხებზე, რომელიც ვთვლიდით, რომ ღირებულებების შესუსტებას და ღირებულებების დათმობას არ ემსახურებოდა.

ობიექტურად უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის საბოლოო ტექსტში სადაო საკითხი აღარ დარჩა. ერთადერთი სადაო საკითხი, რაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დარჩა, ეს არის ვადები - დრო, თუ როდის ჩაირთვება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამ დროზე ჩვენ გვაქვს პასუხი: - პოლიტიკურმა ჯგუფებმა საკუთარი ვიწრო გადაწყვეტილებებით სულ რამდენიმე წლის წინ - 2012 წლის შემდეგ, პარლამენტში გადაწყვეტილება დაბლოკეს და ეს გადავადება სწორედ მათი პასუხიმგებლობაა. ეს გადავადება მათი ბრალია. მათი ბრალია, რომ შემდგომი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა თალაკვაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი