პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს.
„ევროკავშირის მხარდაჭერა და თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო გაძლიერდება. გავეცანი საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო გეგმებს, რომელშიც ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინიციატივები და ცვლილებები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვთვლით, რომ რეფორმების ტემპი კარგია, საქართველო თავისი ტრადიციების და ევროპული სტანდარტების ჰარმონიულ თანხვედრას უზრუნველყოფს. მივესალმებით ასევე, ევროპულ პარტიებთან კავშირების გაძლიერებას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს რეფორმების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების წარმატებული განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


