პოლიტიკა
არჩილ თალაკავძე-ოპოზიციას: არ ხართ თქვენ ის ხალხი ვისაც უბრალო ადამიანების ბედი გადარდებთ, პირდაპირ თქვით რა გინდათ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობას შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე კამათი მოხდა.
ოპოზიცია მმართველ გუნდს სდებს ბრალს იმაში, რომ საქმის გამოძიებისთვის შესაბამისი უწყებები არაფერს აკეთებენ.
ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას ამ საქმისგან „რაღაცა უნდა“, თუმცა ამას პირდაპირ ვერ ამბობს.
„ამ საქმისგან რაღაც გინდათ თქვენ და პირდაპირ თქვით რა გინდათ. ვერ ამბობთ. პირდაპირ თქვით რა გინდათ. არ ხართ თქვენ ის ხალხი ვისაც უბრალო ადამიანების ბედი გადარდებთ და მათი სატკივარი გაწუხებთ. ეს ყველამ ვიცით. არ ხართ თქვენ ეგ ხალხი და რა გინდათ ამ საქმისგან პირდაპირ ილაპარაკეთ. გამოძიება დაწყებულია, დიდი სამუშაო გაწეულია, მუშავდება, მოთხოვნები გაგზავნილია აზერბაიჯანში და დაელოდეთ გამოძიებას. ან საქმეები მოიტანეთ ასეთი სირთულის მსოფლიოში რა ვადებში იქნა გამოძიებული და საგნობრივად ვილაპარაკოთ. ნუ მიგირბით ხელი თქვენი ქვეყნის იმიჯის და თქვენი მოქალაქეების დაზიანებისკენ“,-განაცხადა თალაკვაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


