სამართალი
არჩილ გამზარდია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ანალიტიკოს არჩილ გამზარდია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც გამზარდია აღნიშნავს, საგამოძიებო უწყებაში ის, სოციალურ ქსელში მის მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც პატრიარქისთვის საფრთხის შექმნას შეეხებოდა.
,,პროკურატურას, როგორც წესი, სჭირდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იყოს კონკრეტული წყაროსგან. ამგვარ ინფორნაციას მე არ ვფლობ. ჩემი მოსაზრება ეფუძნება საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს და ზოგად გარემოებებს. ამ მხრივ შესაძლოა, თუ ჩემი მოსაზრებები ან მისი ანალიზის პროცესი იქნება პროკურატურისთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავეხმარები’’, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ გამზარდიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


